top_leaderboard

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი ერთდროულად 4 მიმართულებით შეტევას ახორციელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რომ რუსეთი ერთდროულად 4 მიმართულებით შეტევას ახორციელებს. მისი ცნობით, ბოლო დღის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე 42 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მთლიანობაში კი რუსებმა უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე 8 სარაკეტო და 65 საჰაერო დარტყმა  განახორციელეს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსული ჯარების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 22 უბანს დაარტყა.

 

ასევე იხილეთ