top_leaderboard

ბიძინა გიორგობიანი: ეს არ არის ენთუზიასტების შეკრება, ჯგუფი, რომელიც 2012 წლიდან ყოველწლიურად ცდილობს, მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება

„ეს არ არის ენთუზიასტების შეკრება – „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი თავმჯდომარე, ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია – ეს ის ჯგუფია, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ყოველწლიურად ცდილობს, მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.

„აქციაზე წარმოდგენილი ლიდერები უკვე ნათლად გამოხატავენ მის შინაარსს. ეს არ არის ენთუზიასტების შეკრება – „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი თავმჯდომარე, ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია – ეს ის ჯგუფია, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ყოველწლიურად ცდილობს, მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება. ყოველ მიტინგზე, რომ დაინახავენ, რომ 4000 კაცი მოგროვდა ერთად, იწყებენ პარლამენტის შტურმს. ამის მცდელობა იყო დღესაც – პოლიციელიც დაშავდა იქ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები სხვადასხვა მიზეზით – ახლა ეს კანონი აქვთ და სტიგმა მიაწერეს, რომ რუსული კანონია.

მათ არ აინტერესებთ შინაარსი, მათ აქვს საკუთარი დღის წესრიგი – რამენაირად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში რევოლუციის გზით. ამისთვის იყენებენ ყველა ასეთ შემთხვევას. გააკეთებს ხელისუფლება რაიმე კანონის ინიცირებას ან მიიღებს რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებას და შემდეგ მოჰყვება ხოლმე ასეთი ნაბიჯები, რასაც დღეს ვხედავთ და რომელსაც დღეს ჩახმახი გამოკრა ალეკო ელისაშვილმა. ეს ოპოზიციას დაუჯდება ძალიან ძვირად“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

 

ასევე იხილეთ