top_leaderboard

ნინო ნადირაძე: შვილებო, დიახ, ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის რუსეთი, რომელიც ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ დღეს თქვენ, თქვენივე ქვეყანაში არეულობა მოაწყოთ

„არავის შევეწირები. არც თქვენ შვილებო – არავის ფულებსა და ინტერესებს არ შეეწიროთ. დიახ, ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის რუსეთი, რომელიც ყველანაირ ფორმას ირგებს, ყველანაირ სახელს იწერს, ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ დღეს თქვენ თქვენივე ქვეყანაში მოაწყოთ არეულობა”, – ამის შესახებ „ვივა-მედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

„ექსპრეზიდენტთან ერთად ვიჯექი პალატაში, ტელევიზორს ვუყურებდი როგორ იბომბებოდა კიევი, გამოაცხადეს, რომ დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დავიწყე ტირილი და მეუბნება – რა გატირებსო, ეს არის სტატისტიკაო, დიდი პოლიტიკა ამას მოითხოვსო. მე ვუთხარი – შენ რომ ერთი გრადუსით აგიწევს სიცხე, ლამის ციხეში გვსვამ და ის დაღუპული ვიღაცის შვილია, ვიღაცის დედაა, ვიღაცის ძმაა-თქო. ჩვენ დიდ პოლიტიკოსებს ეს ხალხი უნდა შეგვეწიროსო, ასე მიპასუხა“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

პარლამენტის მიმდებარედ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. როგორც „ქრონიკის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მას შემდეგ რაც გაკეთდა მოწოდება, რომ ხვალ 12:00 საათისთვის პროტესტი კვლავ განახლდება, აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირი დატოვა, ნაწილმა კი ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩების მიმართულებით გადაინაცვლა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანია დაკავებული.

მანამდე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე აქციაზე პოლიციელს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

ასევე იხილეთ