top_leaderboard

ნანა კაკაბაძე: საქართველოში დასრულებულია სამოქალაქო საზოგადოება და ის უკვე აღარ არსებობს, რა ფორმითაც უნდა არსებობდეს

„საქართველოში დასრულებულია სამოქალაქო საზოგადოება და ის უკვე აღარ არსებობს იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდა არსებობდეს – ანუ არაპოლიტიზებული, მიუკერძოებელი და ნეიტრალური ორგანიზაცია”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

„სამწუხარო რეალობაა ჩვენს ქვეყანაში უკვე კარგა ხანია. დღეს ვუსმენდი არასამთავრობო ორგანიზაციების გამოსვლებს და მივხვდი, რომ საქართველოში დასრულებულია სამოქალაქო საზოგადოება და ის უკვე აღარ არსებობს იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდა არსებობდეს, ანუ არა პოლიტიზებული, მიუკერძოებელი და ნეიტრალური ორგანიზაცია. ასეთი ორგანიზაციები ან საერთოდ აღარ არსებობენ ამ ქვეყანაში ან თუ არსებობენ იმდენად ჩრდილში არიან, რომ მათ საერთოდ საშუალება არ აქვთ იმუშაონ“, – აღნიშნა კაკაბაძემ.

მისი თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, 85 მილიონი დახარჯა შვიდმა ორგანიზაციამ ერთი წლის განმავლობაში. „ეს ფული არ იდება იმაში, რომ ადამიანებს დაეხმარონ, ეს ფული არ არის ჩადებული იმ მიზნით, რა მიზნითაც არის დეკლარირებული, რომ ეს უნდა მოხმარებოდა საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განვითარებას“, – აღნიშნა კაკაბაძემ.

ასევე იხილეთ