top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი დევი ჭანკოტაძეს: თუ ვინმე გეგმავს, რომ აქცია უნდა იყოს ძალადობრივი, არ ვიცი, მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს ვერ წარმომიდგენია

„თუ ვინმე გეგმავს, რომ აქცია უნდა იყოს ძალადობრივი, არ ვიცი. მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, მე ვერ წარმომიდგენია”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის დეპუტატისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დევი ჭანკოტაძის განცხადებას.

„აქ რაღაც ძალიან ცუდი მინიშნებები მე მგონი არ შეიძლება. არ მგონია ვინმე გეგმავდეს ძალადობრივ აქციებს. თუ ვინმე გეგმავს, რომ აქცია უნდა იყოს ძალადობრივი, არ ვიცი. მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს მე ვერ წარმომიდგენია. რაზეა საუბარი. პროვოკაციები არ დაუშვათ, ვინც ხართ ხოლმე იმ აქციაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პლენარულ სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა: „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.

ასევე იხილეთ