top_leaderboard

ბექა ოდიშარია: ადვილია, დავინახოთ, ვინ არის გულანთებული და ადამიანურად აღშფოთებული და ვინ არის ნატრეინინგები

ადვილია, დავინახოთ, ვინ არის გულანთებული და ადამიანურად აღშფოთებული – ჩემი ღრმა რწმენით, შეცდომაში შეყვანილი და ვინ არის ნატრეინინგები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საუბრისას „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ძალიან ადვილია, დავინახოთ, ვინ არის გულანთებული და ადამიანურად აღშფოთებული – ჩემი ღრმა რწმენით, შეცდომაში შეყვანილი და ვინ არის ნატრეინინგები, ახალი გამოჩეკილი ახალი ადამიანები. ისინი ისე იქცევიან, რომ შეუძლიათ, ადამიანზე იერიში მიიტანონ, სიცოცხლე ხელყონ. ხოლო სხვები ცეკვავენ, მღერიან, ლოზუნგებით აპროტესტებენ და დარწმუნებული ვარ, მათ შორის არიან ჩვენი ახლობლების შვილები“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ