top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: თუ ჩვენს პარტნიორებს უნდათ, რომ საქართველო იყოს სუვერენული ქვეყანა და უცხოელები ფულს რიცხავდნენ გამჭვირვალედ, მაშინ, ეს კანონი უნდა მივიღოთ

„თუ ჩვენს პარტნიორებს უნდათ, რომ საქართველო იყოს სუვერენული ქვეყანა და უცხოელები ფულს რიცხავდნენ გამჭვირვალედ, მაშინ, ეს კანონი უნდა მივიღოთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

„ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და თუ მათ უნდათ, რომ შავი ფული საქართველოში დაიხარჯოს რადიკალურ პროცესებში, რაც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და გუშინდელი, დღევანდელი დღე ამას მოწმობს, რომ რადიკალიზმში იხარჯება სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომას გუშინ მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.

ასევე იხილეთ