top_leaderboard

ორბანი: დროა შევარყიოთ ევროკავშირის ცუდი ხელმძღვანელობა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ამ ევროპული არჩევნების აზრი ხელმძღვანელობის შეცვლაა. თუ ხელმძღვანელობა ცუდი აღმოჩნდა, ის უნდა შეიცვალოს. ეს მარტივია“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

„ვფიქრობ, ევროპაში და განსაკუთრებით ბრიუსელში თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ჩვენ მას კომუნიზმს ვუწოდებთ თუ არა, ჩვენ ვცხოვრობთ […] ჩაგვრის ზღვარზე ევროპაში“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ორბანმა ასევე ისაუბრა უკრაინაზე და აღნიშნა, რომ უკრაინის აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა განაცხადა, რომ ეს არ არის უნგრელების ომი.

„რასაც ევროპელები აკეთებენ ცუდია, მიზნად არ ისახავენ ცეცხლის შეწყვეტას და ჩვენ სერიოზულად არ ვუპირისპირდებით იმ ქვეყნის მხარდაჭერის ყველა შედეგს, რომელიც იმყოფება ომში, რომლის [მოგებაც] შეუძლებელია“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ