top_leaderboard

ია მეტრეველი: ჩვენ ვართ დიდი უმრავლესობა, რომელმაც ეს ხელისუფლება და ეს გზა ავირჩიეთ და ამიტომ, ამ ბოროტ ძალას არ მივცემთ უფლებას ხელისუფლებაში მობრუნდნენ

„ჩვენ ვართ დიდი უმრავლესობა, რომელმაც ეს ხელისუფლება და ეს გზა ავირჩიეთ და ამიტომ საქართველოს უდიდესი ნაწილი ამ ბოროტ ძალას არ მივცემთ უფლებას ხელისუფლებაში მობრუნდნენ”, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მსოფლიო ფაშიზმს გადაასწრეს და ეს ყველაფერი სააკაშვილის ბრძანებით ხდებოდა. რატომ ეძლევა კრიმინალ სააკაშვილს საშუალება რომ მას ამდენი ეთერი ეთმობოდეს, ამდენი ჟურნალისტი აშუქებდეს მის მოძღვრებებს? სანატორიუმში რომ წევს და გადასარევად რომ არის, მანდ კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ციხეში, სადაც მისი ადგილია. კარგად გვახსოვს როგორი ციხეები ჰქონდათ მათ და რა დღეში ჰყავდათ ხალხი, რა საშინელებებსაც ჩადიოდნენ და აწამებდნენ“, – აღნიშნა მან.

ია მეტრეველი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებებსა თუ განცხადებებს.

„კიდევ ერთხელ ვუხდი საზოგადოებას ბოდიშს, რადგან მის მოყვანაში დიდი წვლილი მიმიძღვის. გაოცებული ვარ ამდენი მოღალატის ხილვით რაც ჩვენ ვნახეთ. ძალიან მტკივა გული, რადგან სწორედ მისგან ვისმენ ძალიან ცუდ მოწოდებებს. მისთვის სამშობლო უფრო საფრანგეთია და ამ ყველაფერს ქულების დასაწერად აკეთებს, ალბათ საკუთარ მომავალზე ფიქრობს“, – განაცხადა მეტრეველმა.

ასევე იხილეთ