top_leaderboard
left_sabechdi

დაჩი ცაგურია: კაპიტან გიგაურს რუსთაველის გამზირის სისხლით მორწყვისა და მიცვალებულების სახურავზე დალაგებისთვის, ჩინი და ორდენი აქვს მიღებული

„კაპიტან გიგაურს რუსთაველის გამზირის სისხლით მორწყვისა და მიცვალებულების სახურავზე დალაგებისთვის მაშინ, როცა შსს-ის მაღალჩინოსანი იყო, ჩინი და ორდენი აქვს მიღებული”, – ასე გამოეხმაურა „იმედი Live“-ში ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, სადაც ის რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ეკა გიგაურთან ერთად იმყოფება.

ცაგურიამ მიმართა აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს, რომ პირადად შეახვედრებს იმ ადამიანებს, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საპატიმროებში სასტიკად ექცეოდნენ.

„მაგ კაპიტან გიგაურს რუსთაველის სისხლით მორწყვისა და მიცვალებულების სახურავზე დალაგებისთვის მაშინ, როცა შსს-ის მაღალჩინოსანი იყო, ჩინი და ორდენი აქვს მიღებული. ეს მინდა იცოდნენ ახალგაზრდებმა, თუ არ იციან. ჩემო შვილებო, 21-ე საუკუნეში ცემით მოკლეს ადამიანები. 21-ე საუკუნეში ჩვენ ვიყავით მომსწრე იმის, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში, ცემით მოკლეს ადამიანები და დაალაგეს სახურავებზე და გვითხრეს დენმა დაარტყაო. იმ ადამიანებს კი, რომლებიც 26 მაისს დააკავეს, პირს აღებინებდნენ და აფურთხებდნენ პოლიციის სამმართველოებში. ხდიდნენ ტანსაცმელებს და აწმენდინებდნენ „პარაშას“ საპატიმროში და მერე აცმევდნენ. მე შემიძლია განახოთ ეს ადამიანები, შეგახვედროთ და მოგიყვებიან რა პირობებში იცხოვრა საქართველომ და რუსეთში ვინ გვაცხოვრა. თუ თქვენი მშობლები ამას არ გიყვებიან, შემიძლია მე განახოთ და მოგიყვეთ“,- აღნიშნა ცაგურიამ.

ასევე იხილეთ