top_leaderboard

ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდა

ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გავაკეთოთ ყველაფერი ირანის იზოლაციაში მოქცევისთვის“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

კერძოდ, ახალი სანქციები დრონებისა და რაკეტების წარმოებაში ჩართულ კომპანიებს შეეხება. ამაზე ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში მიმდინარე სამიტის დროს შეთანხმდნენ.

ირანმა შაბათს ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ. მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

 

ასევე იხილეთ