top_leaderboard

ვიქტორ ორბანი: ბრიუსელის ბიუროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატების ქსელი მილიონობით დოლარს უგზავნიან ომის მომხრე მემარცხენეებს ბუდაპეშტში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპელი ლიდერები დაადანაშაულა ომის ლოგიკის გამოყენებაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის ფონზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე „უნგრეთი უკვე ომში იქნებოდა ჩათრეული“, ხოლო „ომის მომხრე მთავრობა, ბრიუსელის ბიუროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატების ქსელი მილიონობით დოლარს უგზავნიან ომის მომხრე მემარცხენეებს ბუდაპეშტში“.

ის ასევე უწინასწარმეტყველებს უნგრეთს „კიდევ უფრო მეტ უსიამოვნებას“, რადგან ბრიუსელში დღეს „არსებობს ომის მომხრე უმრავლესობა“, ევროპაში „საომარი განწყობა ჭარბობს“ და პოლიტიკაში „დომინირებს ომის ლოგიკა“.

„ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს დასავლეთის ჯარების გაგზავნისგან, ეს არის სამხედრო ქარიშხალი, ბრიუსელი ცეცხლთან თამაშობს, ღმერთის გამოცდაა, რასაც ბრიუსელი აკეთებს“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ