top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი: ვხედავდით და ვხედავთ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის რეპუტაციის შელახვისკენ, ამის ნაწილი იყო კამპანია, თითქოსდა, საქართველო იყო შავი ხვრელი

„ვხედავდით და ვხედავთ იმ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის რეპუტაციის შელახვისკენ და ქვეყნის ინტერესების დაზიანებისკენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშში მოყვანილი ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.

„ვხედავდით და ვხედავთ იმ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის რეპუტაციის შელახვისკენ და ქვეყნის ინტერესების დაზიანებისკენ. ეს ნახა ჩვენმა საზოგადოებამ. ამის ნაწილი იყო კამპანიები, თითქოსდა საქართველო იყო შავი ხვრელი, თითქოსდა, საქართველოში რუსების დიდი ნაკადები შემოვიდა, დასახლდა და ჩვენ მათ ხელი გავუშალეთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები.

ასევე იხილეთ