top_leaderboard

გიორგი ტყემალაძე: როგორც არასდროს, ჩვენი სახელისუფლებო რგოლი ერთიანია

“ერთ-ერთ რეგიონში, საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჯარო მოხელე, საკრებულოს წევრი, ნებისმიერი თანამდებობის პირი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი მის გადაწყვეტილებაში. სახელმწიფოსა და ხელისუფლების მხრიდან არანაირი ჩარევა და ზეწოლა არ ხდება ამ ადამიანების მიმართ”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი სახელისუფლებო რგოლი არის ერთიანი. ძალიან მნიშვნელოვანია ის განწყობები, რაც არის თვითმმართველობებში. ეს არის რგოლი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ხალხთან და თვითმმართველობა ზუსტად გრძნობს ადამიანებს რა განწყობები აქვთ. ჩვენ შესაბამისად ვიღებთ ყველანაირ გადაწყვეტილებას.

ჩვენს მოსახლეობაში არის განწყობა – ღირსებით ევროპისკენ იმგვარად, რომ ჩვენ ერთგულები უნდა ვიყოთ ჩვენი ფასეულობების, ტრადიციებისა და სარწმუნოების. ჩვენი ევროინტეგრაცია, რა თქმა უნდა, გარდაუვალია“, – აღნიშნა ტყემალაძემ.

 

ასევე იხილეთ