top_leaderboard

დავით კაჭარავა: ევროკავშირისკენ სვლას აქვს კონკრეტული კრიტერიუმები, ჩვენ ამ კონკრეტულ კრიტერიუმებს ვასრულებთ

“მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას აქვს კონკრეტული კრიტერიუმები. ჩვენ ამ კონკრეტულ კრიტერიუმებს ვასრულებთ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მთავარი კომიტეტის წევრმა დავით კაჭარავამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონს ჩვენ მივიღებთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ინტერესი და ეს არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირში ინტეგრაციას. თუ ეს ასე იქნებოდა, მაშინ ამ კრიტერიუმს დაამატებდნენ იმ კრიტერიუმების სიას, რომელიც შენ ან გაძლევს შესვლის უფლებას ან – არა“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.

 

 

ასევე იხილეთ