top_leaderboard

დავით კაჭარავა: 29 აპრილს მთელი მსოფლიოსთვის იქნება გზავნილი, რომ გვსურს ჩვენით მივიღოთ გადაწყვეტილებები

“29 აპრილს მთელი მსოფლიოსთვის იქნება გზავნილი, რომ გვსურს ჩვენით მივიღოთ გადაწყვეტილებები თუ რომელი გზით უნდა იაროს საქართველომ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენი გზა არის დასავლეთით”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მთავარი კომიტეტის წევრმა დავით კაჭარავამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ის სენსიტიური მომენტები და კონკრეტული დეტალები, რომელიც ჩვენთვის მისაღები არ არის, არ შეიძლება თავს მოგვახვიონ. აუცილებელია ხალხი რაღაცის გარშემო გაერთიანდეს და ეს არის ჩვენი იდენტობა და ისტორია, რამაც დღევანდელ დღემდე მოგიყვანა. ჩვენ ჩვენი პოზიციები აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.

 

 

ასევე იხილეთ