top_leaderboard

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს დებატებში იწვევს

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი დებატებში მიიწვია, ამის შესახებ ტრამპმა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა. საქმე დონალდ ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის, დუმილის სანაცვლოდ, თანხის გადახდას ეხება. ტრამპი ამბობს, რომ ჯო ბაიდენთან დებატებისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას არის მზად.

„უკვე რვა დღეა, ჩვენ ყველა ამ სასამართლო შენობაში ვიმყოფებით. ეს არის ბაიდენის ბრალდება. ეს ხდება არჩევნებში გამარჯვებისთვის. ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთში მიექანება. ჩვენ კი აქ ვსხედვართ, რადგან ისინი ფიქრობენ, არჩევნებში გამარჯვებას შეძლებენ. თუმცა მე, ეჭვი მეპარება, რადგან გამოკითხვების შედეგები ჩვენთვის ძალიან კარგია. ბაიდენი დებატებზე მოვიწვიე. მას შეუძლია გააკეთოს ეს ნებისმიერ მისთვის სასურველ დროს, თუნდაც ამაღამ. მე მზად ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოხარულია, დონალდ ტრამპთან დებატები გამართოს.

„არ ვიცი როდის, თუმცა მოხარული ვარ, მასთან დებატები გავმართო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ჰოვარდ სტერნთან რადიო ინტერვიუში.

ასევე იხილეთ