top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი მეთიუ მილერის განცხადებაზე: ვფიქრობ, რომ ეს არის ტყუილი იმიტომ, რომ არ შეიძლება, ამ დონეზე არ გესმოდეს შენი ქვეყნის კანონმდებლობა

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ტყუილი”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომ აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება მათ, ვინც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას ეწევიან.

„მე ვფიქრობ, რომ მაინც ეს არის ტყუილი, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ამ დონეზე არ გესმოდეს შენი ქვეყნის კანონმდებლობა. იმისთვის არის გამიზნული, რომ აქ შიდა დაძაბულობის აქსელერაცია, ანუ წახალისება მოხდეს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ