top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს პატრიოტი და პოლიტიკის გროსმაისტერი!

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს!“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბიძინა ივანიშვილი წლების მანძილზე უპრეცედენტო საქველმოქმედო მოღვაწეობით ზრუნავდა ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე, 2012 წელს კი მან განახორციელა უპრეცედენტო პოლიტიკური ქველმოქმედება და უდიდესი რისკის ფასად, ანტიევროპული ტიპის ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა. 

ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს პატრიოტი და პოლიტიკის გროსმაისტერი. არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას – ის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა, დემოკრატია, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ყოველივე საუკეთესოს მის გამორჩეულ ოჯახთან ერთად!“ – წერს ირაკლი კობახიძე.

ასევე იხილეთ