top_leaderboard
left_sabechdi

კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონის საჯარო სკოლების მედალოსნებს ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერებინა

თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ, ისნის რაიონის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერებინა.

ღონისძიება, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობა წარსულ ღირებულებებსა და ისტორიულ ფასეულობებს აზიაროს, საკრებულოს განათლებისა კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით ჩატარდა.

როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, 25 თებერვალი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა, რადგან 103 წლის წინ, საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

მისივე თქმით,  სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც არ კარგავს აქტუალობას და მისი მასშტაბები სულ უფრო იზრდება.

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ვმასპინძლობთ თბილისის საჯარო სკოლის 2022-2023 წლის მედალოსნებს, რათა მომავალი თაობა ვაზიაროთ იმ ღირებულებებს, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია.

წელს, სიმბოლურად  ისნის რაიონის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები შევარჩიეთ. როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, მსურს რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდა თაობას ვაჩვენო საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ვიზიტორებმა საგამოფენო დარბაზში განთავსებული ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის (1921-1991) ამსახველი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მასალა დაათვალიერეს.

ღონისძიება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მხარდაჭერითა  და პარტნიორობით ჩატარდა.

 

ასევე იხილეთ