top_leaderboard
left_sabechdi

ქართულ საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ იანვარში 50.68 მლრდ ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა უმნიშვნელოდ, 0.14%-ით, 72.08 მილიონი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 50.68 მილიარდ ლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 1.95 მილიარდი ლარით, 10.08%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 10.33% შეადგინა. თუმცა 6.02%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 5.64%-ით), 1.88 მილიარდი ლარით შემცირდა მოთხოვნამდე დეპოზიტები.

სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი იანვრის ბოლოსთვის 50.22%-ს გაუტოლდა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.78%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.10% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.60%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.05%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.68%, ხოლო ევროს წილმა 19.68% შეადგინა.

ასევე იხილეთ