top_leaderboard

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო საქველმოქმედო აქციას ქუთაისში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 2 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით.
ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.
მისამართი: ქ. ქუთაისი; სოლომონ პირველის ქ. N 10; ჯეოჰოსპიტლის ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო.
ასევე იხილეთ