top_leaderboard

დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი, ასევე, გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებითა და გვირგვინით  შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

მოგვიანებით კობა კობალაძე, საქართველოს პარლამენტში, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

ჟიული შარტავა მარტო ერთ მხარეს არ მოუკვდა, ის ორივე მხარეს მოუკვდა. ისევე როგორც, ერთმანეთთან ჩხუბში ორივე მხარე ვართ  დამნაშავე. იმან ვინც არ იცის რა არის ომი, ვერასდროს მიხვდება მშვიდობის ფასს. დღეს თითოეული ჩვენგანის უმთავრესი ვალდებულებაა, ერთიანად, ძლიერად, ბეჭგამართულად ვიაროთ იმ მიმართულებისკენ, რაც თითოეულ ამ ჩვენს გმირს თავისი ცხოვრების მიზანს და ამოცანას აუსრულებს“, აღნიშნა კობა კობალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, მეგობრები, პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც, აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილო-კავკასიელმა კონფედერატებმა, იგი თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

2004 წელს, ჟიული შარტავას, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, სიკვდილის შემდეგ.

 

 

ასევე იხილეთ