top_leaderboard
left_sabechdi

მიხეილ სარჯველაძემ პერსონალურ მონაცემთა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციაში (CEEDPA) მიიღო მონაწილეობა

“ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციაში (CEEDPA) მიიღო მონაწილეობა, “- ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მისი თქმით, მიხეილ სარჯველაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, სადაც ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების ფონზე, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონს, რომელიც მონაცემთა დაცვის ეფექტიან და თანამედროვე სტანდარტებს შეიცავს.

საქართველოში ამ კანონის მიღებით, განხორციელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროკავშირში მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, კერძოდ, მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და ე.წ. LED დირექტივის იმპლემენტირება.
მე მჯერა, რომ ამ კანონის მიღება იყო არცთუ უმნიშვნელო კონტრიბუცია იმ საქმეში, რაც იყო გასული წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც ქართველი ხალხისთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე მიზანია. ვფიქრობ, რომ კანონის მიღებამ პოზიტიურად იმოქმედა ევროინტეგრაციაზე, ვინაიდან ამ კანონის მიხედვით იქმნება საფუძველი, რათა ევროკავშირი საქართველოს აღიქვამდეს მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონის მქონე სახელმწიფოდ, რაც მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეჯამებისას, მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს , სამსახურის ხელმძღვანელს, ლელა ჯანაშვილს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული სამუშაოსთვის.

ასევე იხილეთ