top_leaderboard
left_sabechdi

თურქეთის პრეზიდენტი: ღაზის სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა გაკოტრება გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა გაკოტრება გამოაცხადა.

ღაზის სექტორში არა მხოლოდ სასტიკად მოკლეს ბავშვები, ქალები და მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ გაანადგურეს მილიარდობით ადამიანის რწმენა საერთაშორისო სისტემის, სამართლიანობისა და კანონის მიმართ”, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც ღაზის სექტორში ხდება “არა ომი, არამედ გენოციდის ჩადენის მცდელობაა”.

მისი თქმით, დღევანდელი საერთაშორისო სისტემა, რომელიც მოკლებულია ისეთ ძირითად კონცეფციებს, როგორიცაა სოლიდარობა, სამართლიანობა და ნდობა, ვერ ახერხებს თუნდაც მინიმალური ფუნქციების შესრულებას.

ასევე იხილეთ