top_leaderboard

ბაქოს გადაწყვეტილების გამო, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია სომხურ გამოცემა Radar Armenia-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, ოფიციალური ბაქოს მხრიდან ვიზიტის გაუქმების მიზეზი უცნობია. მანამდე გავეცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანსა და ბაქოში მარტში უნდა ჩასულიყო.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს შეხვდა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლები.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს და აღნიშნეს, რომ ანკარა და ერევანი მზად არიან სრულფასოვანი დარეგულირების მისაღწევად. მირზოიანმა და ფიდანმა ასევე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე იმსჯელეს.

ასევე იხილეთ