left_sabechdi

დღეს ღამე დედამიწის მოსახლეობა ლურჯ სუპერმთვარეს ნახავს

დღეს ღამე დედამიწის ნაწილი ლურჯ სუპერმთვარეს ნახავს.

The Guardian-ის ცნობით, ლურჯი სუპერმთვარის ნახვა 2-3 წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელი. ლურჯი მთვარე ეწოდება ასტრონომიულ მოვლენას, როდესაც სავსე მთვარე ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მეორედ ფიქსირდება. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება. სუპერმთვარედ კი დედამიწის თანამგზავრი მაშინ ითვლება, როცა პლანეტასთან უმოკლესი დისტანციის 10%-ის ფარგლებში მდებარეობს.

NASA-ს ინფორმაციით, ლურჯი სუპერმთვარის ნახვა ოთხშაბათის დილამდე იქნება შესაძლებელი. მომავალში ასეთი მოვლენა 2026 წლის მაისში დაფიქსირდება.

ასევე იხილეთ