top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ბერაია: ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორი მიესალმება საქართველოს დაწინაურებას ევროინტეგრაციის გზაზე, ყველა მათგანი დღეს ხაზგასმით ამბობდა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და მისი ადგილი ევროკავშირშია

“ამ ფორმატში ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის სულისკვეთება არის ძალიან დიდი. ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორი მიესალმება საქართველოს დაწინაურებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც ბრიუგეში, ევროპის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მიმდინარე საპარლამენტო დისკუსიაში მონაწილეობს.

ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროპული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ და ის, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ კონფერენციაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქართველი კანონმდებლები ჩართულები ვართ ევროკავშირის საპარლამენტო განზომილებაში და უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირის შიდა დისკუსიები ნაწილი ვართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხედვა და პოზიცია არის ღირებული და მნიშვნელოვანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. რა თქმა უნდა ძალიან კარგად არის დანახვადი ის, რომ ამ ფორმატში ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის სულისკვეთება არის ძალიან დიდი. ყველა ჩვენი პარტნიორი მიესალმება საქართველოს დაწინაურებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ყველა მათგანი დღეს ხაზგასმით ამბობდა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და მისი ადგილი ევროკავშირშია. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო არის ევროპულის ახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა ასრულებს ევროპული სივრცის უსაფრთხოებაში უსაფრთხო ევროპას სჭირდება ისეთი წევრი, როგორიც საქართველოა“, – განაცხადა ბერაიამ.

ასევე იხილეთ