top_leaderboard
left_sabechdi

რატი ბრეგაძე: პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მკვეთრად დაფიქსირებულ პოზიცია იყო – „არა და არასდროს“. მე ვიმედოვნებ, რომ ის ასე მარტივად არ შეცვლის საჯაროდ გაცემულ პირობას

“მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად დაცულია. მას დაახლოებით 3100 ვიზიტორი ჰყავდა და ალბათ ნებისმიერ ევროპულ თუ სხვა ქვეყანას გაუჭირდება მოიყვანოს ეს სტატისტიკა იმ პატიმრის მიმართ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით ორწელიწადნახევარია იმყოფება, “- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

საუბარი იმაზე, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ხელს შეუწყობს საქართველოში დეპოლარიზაციის საკითხს არის მოკლებული, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ დასაბუთებას, რადგან მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და აქედან გამომდინარე მას არ შეუძლია იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, ასევე ის ვერ მიიღებს ვერც აქტიური და ვერც პასიური საარჩევნო ხმით არჩევნებში მონაწილეობას.

შეწყალების საკითხი არის პრეზიდენტის კომპეტენცია, თუმცა ამავდროულად მე შევახსენებ საზოგადოებას პრეზიდენტის მიერ მკვეთრად დაფიქსირებულ პოზიციას, რომელიც იყო – არა და არასდროს. მე ვიმედოვნებ და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ასე მარტივად არ შეცვლის მის მიერ საჯაროდ გაცემულ პირობას“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

ასევე იხილეთ