top_leaderboard
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: დიდი შეცდომაა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურად იმ ადამიანის არჩევა, რომელიც 1991 წლის 31 მარტს სრულწლოვანი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ხმა არ მიუცია!

დავრწმუნდი, რომ დიდი შეცდომაა, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურად იმ ადამიანის არჩევა, რომელიც 1991 წლის 31 მარტს სრულწლოვანი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ხმა არ მიუცია!– ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, – ხმა ევროპას უნდა მივცეთო!

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა!

ფრანგ დიპლომატს რომ ეთქვა, არ გამიკვირდებოდა.

თუმცა, ფრანგი დიპლომატი ამას არ იტყოდა, – დიპლომატიურობას გამოიჩენდა.

საქართველო რომ არ უყვარს, ისეთი ადამიანის ნათქვამია!

და საერთოდ, დავრწმუნდი, რომ დიდი შეცდომაა, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურად იმ ადამიანის არჩევა, რომელიც 1991 წლის 31 მარტს სრულწლოვანი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ხმა არ მიუცია!

გავითვალისწინოთ! – წერს ბონდო მძინარაშვილი.

ასევე იხილეთ