top_leaderboard

მიკელ არტეტა ინგლისის ჩემპიონატში თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

პრემიერლიგაში თებერვლის შედეგები შეაჯამეს და ლონდონის „არსენალის“ დამრიგებელი თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

გასულ თვეს „არსენალმა“ ინგლისის ჩემპიონატში ოთხი მატჩი გამართა და ოთხივეჯერ გაიმარჯვა, ბურთებს შორის სხვაობამ კი +16 გოლი შეადგინა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მიკელ არტეტას შეგირდები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან და პირველ პოზიციაზე მყოფ „ლივერპულს“ მხოლოს ორი ქულით ჩამორჩებიან.

მომდევნო მატჩს ლონდონის „არსენალი“ ხვალ, 9 მარტს გამართავს და „ბრენტფორდს“ უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ