top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ამილახვარი: საქართველოს მოქალაქეები, ვინც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ პროგრამებზე, არსებული კანონმდებლობით მათი დიპლომების აღიარება აკრძალულია. ეს შეიცვლება, რაც კანონპროექტში უკვე ასახულია

საქართველოს მოქალაქეები, ვინც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ პროგრამებზე, დღეს არსებული კანონმდებლობით, მათი დიპლომების აღიარება აკრძალულია. ეს შეიცვლება და კანონპროექტში უკვე ასახულია. ბუნებრივია, ამას წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან ონლაინ-დისტანციური განათლების რეფორმის მიმართულებები განმარტა. მისივე თქმით, კანონში პირველად გაჩნდება მცნება და უმაღლეს განათლების სექტორში, საბაკალავრო საფეხურის სხვადასხვა მიმართულებაზე, შესაძლებლობა იქნება, ონლაინ კომპონენტი განხორციელდეს. ამასთან, ცალკე, ახალი მიმართულება იქნება – სრულიად დისტანციური, ელექტრონული სწავლების პროგრამა შეიქმნება. მინისტრმა განმარტა, რომ ონლაინ პროგრამებზე შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ პროგრამებზე, დღეს ჩვენი კანონმდებლობით, ამ დიპლომების აღიარება აკრძალულია. ამასაც ვცვლით – კანონპროექტში ასახულია. ბუნებრივია, ამას უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ შევისწავლეთ ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და თუ ჩვენ ვუშვებთ ონლაინ განათლებას საქართველოს შიგნით როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ბუნებრივია, ჩვენს მოქალაქეებსაც უნდა მივცეთ უფლება და საშუალება, რომ თუ სურვილი აქვთ, საზღვარგარეთ სხვადასხვა ონლაინ დისტანციურ პროგრამაზე ისწავლონ, მაგრამ მთავარია, რომ შემდეგ მოხდეს ამ დიპლომების აღიარება საქართველოს მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გავაანალიზეთ ეს საკითხი. რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა ამ საკითხზე მუშაობა. ამ ეტაპზე შევჯერდით, რომ მხოლოდ აღიარებული იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებში ნასწავლი დიპლომები, ასევე, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის. თუმცა, ამ ქვეყნების სია შესაძლოა, კვლავ გაფართოვდეს, თუმცა კარგად იქნება შესწავლილი იმ ქვეყნის საგანმანათლებლო ხარისხი, რომ არ მოხდეს დაბალი დონის დიპლომების აღიარება ჩვენს მიერ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ასევე იხილეთ