top_leaderboard
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: იმიტომ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, ვზრდით ექსპორტს და ვინტეგრირდებით მსოფლიო ბაზარზე, რომ ვიცით, ეს ეკონომიკა არ არის საკმარისი – ქართველმა იცხოვროს ისე, როგორც შვეიცარიელი ცხოვრობს

“ჩვენ არ ვატყუებთ საზოგადოებას, ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ გაკეთდა ბევრი, მაგრამ ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ეს არის არასაკმარისი. ამიტომ განვაგრძობთ რეფორმებს, მუშაობას, რომ იყოს უფრო ძლიერი ეკონომიკა, მეტი შემოსავალი, “– ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ სოციალურ პრობლემატიკაზე საუბრისას „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი რჩება სიღარიბეში, რჩება არაერთი ადამიანი, ვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა კიდევ სჭირდება. რა თქმა უნდა, რჩება სერიოზული პრობლემები რეგიონებში და რეფორმები, რომელიც კიდევ გვაქვს ჩასატარებელი. აბა, რატომ გვინდა ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაცია! გვინდა იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ცხოვრების ის დონე და ეკონომიკის ის დონე, რომელიც დღეს გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ორნიშნა ზრდა გვაქვს და რეგიონში – ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. იმიტომ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, ვზრდით ექსპორტს და ვინტეგრირდებით მსოფლიო ბაზარზე, რომ ვიცით, ეს ეკონომიკა არ არის საკმარისი – ქართველმა იცხოვროს ისე, როგორც შვეიცარიელი ცხოვრობს თავის ქვეყანაში, ან ბელგიელი, ან გერმანელი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ პრობლემებზე ჩვენ პოპულიზმით კი არ გამოვდივართ. გამოვდივართ გეგმებით.

ასევე იხილეთ