top_leaderboard

რუსეთი ბელგოროდის ოლქიდან ბავშვების ევაკუაციას იწყებს

რუსეთმა, პერიოდულ დაბომბვებთან დაკავშირებით, ბელგოროდის ტერიტორიიდან ბავშვების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია, „რია ნოვოსტი“ ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გლადკოვი ამბობს, „უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის გამო“, რეგიონიდან დაახლოებით 9 000 ბავშვს გადაიყვანენ სხვა ოლქებში. მან ასევე განაცხადა, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 16 და დაშავდა 98 ადამიანი.

 

ასევე იხილეთ