top_leaderboard
left_sabechdi

გაბრიელ სალოსის გამზირზე ორი სკვერი მოეწყობა

“ისნის რაიონის გამგეობა დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობას განაგრძობს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ისნის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

“ამჟამად, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N131-სა და N137 – N145-ის მიმდებარედ, 5315 კვ.მ. ფართობზე, ორი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა. პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 570 000 ლარით ფინანსდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ასევე იხილეთ