logo_geo
eng_logo
საზღვარზე ექიმი კლინიცისტი და ეპიდემიოლოგი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს
- +

26 იანვარი. 2020. 22:29

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს   ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი და ეპიდემიოლოგი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცებული ახალი რეკომენდაციის თანახმად,  ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს საზღვარზე შეუმოწმდება ტემპერატურა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მაღალი რისკის რეგიონებიდან შემოსულ მოქალაქეებზე. მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში, ჩაერთვება ექიმი კლინიცისტი და შეგროვდება ანამნეზი. დაეჭვების შემთხვევაში პაციენტს ინფექციურ საავამდყოფოში გადაიყვანენ.

 

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ორი დღეა, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და განსაკუთრებით ჩინეთიდან შემოსული მოქალაქეების ინფორმირება ხორციელდება საინფორმაციო ბუკლეტებით.  


მისივე თქმით, ნუკლეტში ინფორმაცია განთავსებულია სამ – ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე, სადაც მითითებულია რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ასევე, ვის უნდა მიმართონ თუ ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურეს ჩინეთში და აქვთ სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ..

 

right_banner
არქივი
right_banner