logo_geo
eng_logo
ნანა ლორთქიფანიძე: უდუმაშვილო, „იმედს“ რომ არბევდნენ, თქვენ მაშინ უსირცხვილოდ გააგრძელეთ გადაცემის წაყვანა!
- +

1 ივნისი. 2016. 11:09


იმედს" რომ არბევდნენ, შენ და დიანა ეთერში იყავით და დიდხანს ველოდი, რომ

მოიხსნიდით ყურსასმენს და კოლეგების მხარდასაჭერად პროტესის ნიშნად დატოვებდით

სტუდიას, მაგრამ უსირცხვილოდ გააგრძელეთ გადაცემის წაყვანა", - ამის შესახებ მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე „რუსთავი 2"­ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სასამართლოს ეზოში შეკრებილი საზოგადოების მისამართით აკეთებს.


 

კომედია არ არის რუსთავი 2ის აქციაზე მისული ხალხი, მურუსიძეზე და გირგვლიანითემაზე რომ ლაპარაკობენ? თან როგორი აღშფოთებულები! ზაალ უდუმაშვილო! ერთხელ

თუ გიხსენებია 10 წლის განმავლობაში ან სასამართლო, ან გირგვლიანი? იმედს" რომ არბევდნენ, შენ და დიანა ეთერში იყავით და დიდხანს ველოდი, რომ მოიხსნიდით ყურსასმენს და კოლეგების მხარდასაჭერად პროტესის ნიშნად დატოვებდით სტუდიას, მაგრამ უსირცხვილოდ გააგრძელეთ გადაცემის წაყვანა. რუსთავი 2ის დამცველებო! ერთმანეთს რომ უყურებთ მანდ, არაფრის არ გრცხვენიათ? არაფერი გახსენდებათ ერთმანეთის დანახვაზე? თურმე, რუსთავი 2ზე გადის სიმართლის, ობიექტურობის, არჩევნების ლეგიტიმურობის და თავისუფალი სიტყვის ზღვარი! ცირკია, ნამდვილი ცირკი! უტიფრობის ზეიმია! ხალხის და საზოგადოების სახელით როგორ ბედავთ ლაპარაკს?! თქვენი ხელობა მარტო ღვარძლზე, შურზე, ტყუილზე და ბოროტებაზეა ორინტირებული, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება, რადგან საბოლოოდ ბოროტებას მაინც სიკეთე და სიმართლე ამარცხებს!" - წერს ნანა ლორთქიფანიძე.


 

right_banner
არქივი
right_banner