logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: 2020 წლის არჩევნებში საქართველოში პატრიოტები გაიმარჯვებენ
- +

15 ოქტომბერი. 2019. 19:37

 

 

პოლიტიკური ორგანიზაცია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნების" შანსებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პატრიოტები "ოცნებასთან" კოალიციაში შესვლას არ აპირებენ.

​როგორც ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის, პარლამენტის ექსთავმჯდომარე ირაკლი კობახიძის პროგნოზებს ეხმიანება და აცხადებს, რომ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე მსგავსი პროგნოზების გაკეთება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, რასაც პატრიოტები არ დაუშვებენ. 

"ირაკლი კობახიძე არც გამორჩეული პარლამენტის თავმჯდომარე იყო, არც გამორჩეული პოლიტიკოსი და ექსპერტია, რომ საარჩევნო პროგნოზები გაგვიზიაროს. არავინ იღწვის, რომ კოალიციაში შევიდეს "ქართულ ოცნებასთან". ჩვენი პოლიტიკური გუნდი ნამდვილად არ იღწვის ამისთვის. "ქართული ოცნების" იმიჯი დღეს, იმდენადაა დაზიანებული, იმდენად აქვს დაკარგული ხალხის ნდობა, რომ მასთან კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობა აშკარად არაა საინტერესო ჩვენთვის.

ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ ქართველ ხალხთან!
და ვეუბნები ბატონ კობახიძეს, რომ 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვებენ საქართველოს პატრიოტები.

"ქართული ოცნება" 45% და 50%-კი არა, დღევანდელ ვითარებაში ხმების 15%-ვერ მოიპოვებს, ამიტომ ვის ვისთან და როგორ მოუწევს მომავალში კოალიციის შექმნა ან არშექმნა, ამას 2020 წლის არჩევნების შედეგები გვაჩვენებს, მაგრამ თუ "ქართული ოცნება" იმას ფიქრობს, რომ კვლავ ბოკერიას დაუწერს ხმებს, (როგორც დაუწერა თითქოსდა 800 000 ხმა) და გააგრძელებს მოღალატურ თამაშს მწამებლების პარტიებთან, მიიღებს არც მეტი და არც ნაკლები რევოლუციას ქვეყანაში. ამდენად, ყველას ვურჩევ, კარგად დაფიქრდეს, როცა საარჩევნო პროგნოზებზე და წითელ ხაზებზე საუბრობს. მათ შორის, ბატონ კობახიძეს, რომელიც საკუთარი გვარითა და სახელით რომ გავიდეს არჩევნებზე, ორ ხმასაც ვერ მიიღებს, ვარწმუნებ!", - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში. 


მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული პროგნოზი, რომ 2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება” - 60%; “ნაციონალური მოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი” -20 %; დანარჩენი ოპოზიცია - 20 % -ს მოიპოვებენ, არარეალურია.  

მსგავსი ტიპის "პროგნოზების" გავრცელებას, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, პატრიოტები აღიქვამენ, როგორც საზოგადოების შემზადების მცდელობას არჩევნების გაყალბებისთვის.   

ირმა ინაშვილის აზრით, "ოცნებას" არა აქვს 60%-იანი მხარდაჭერის რესურსი, ხოლო სააკაშვილ-ბოკერიებს ჯამში 20%-ს დაუწერს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner