logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ეს მართლა პიტალო...
- +

24 სექტემბერი. 2020. 21:49

 

 

„ყველაზე ცუდი ქართველი ცხონებული გურამ შარაძეა“, - ასე უპასუხა მსახიობა ილო ბეროშვილმა „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „უფრო მძიმე კაცთან“ შეკითხვას, ვინ იყო ყველაზე ცუდი ქართველი.

 

მსახიობის ამ განცხადებას, გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

 

„ამ პერიფერიულ იუმორს ვერ ვუძლებ და არცერთ არხზე არ ვუყურებ. მეგობარმა ჩამიგდო ახლა. არსაიდან მოსულ ამ ვიღაც სირთა ბელადს ეკითხებიან, ყველაზე ცუდი ქართველიო და - ცხონებული (!) გურამ შარაძეო. სადაც სამართალია, ხომ უნდა აცხონო ახლა ეს მართლა პიტალო, მაგრამ სადაა სამართალი, მიშას მოაქვს კიევიდან.. ვაი!“ - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner