logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: სამართალდამცავი სისტემის და პოლიციელების პროფესიონალიზმის დამსახურებით, 43 მძევალი ცოცხალი და ჯანმრთელია
- +

22 ოქტომბერი. 2020. 14:25

 

„პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობის გარეშე ჩაენაცვლა სამხარეო პოლიციის უფროსი მძევლებს, მოახერხა სიტუაციის განმუხტვა და შეიარაღებული ტერორისტის ტერიტორიიდან განრიდება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, ერთ-ერთ ბანკში მომხდარ თავდასხმას.

 

მისი თქმით, სამართალდამცველების პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში უმთავრესი ღირებულება ადამიანია:

 

„სამართალდამცავი სისტემის და პოლიციელების პროფესიონალიზმის დამსახურებით, 43 მძევალი ცოცხალი და ჯანმრთელია, ეს არის ყველაზე მთავარი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფოში უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი. პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობის გარეშე ჩაენაცვლა სამხარეო პოლიციის უფროსი მძევლებს, მოახერხა სიტუაციის განმუხტვა და შეიარაღებული ტერორისტის ტერიტორიიდან განრიდება. ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დამნაშავის დაკავება და ეს ოპერაციაც ჩატარდეს მაღალპროფესიონალურად, დანაკარგის გარეშე. აუცილებლია დადგინდეს დანაშაულის მოტივი და შესაძლო დამკვეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში“, - აღნიშნავს ბოჟაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner