logo_geo
eng_logo
ხატია სულაბერიძე: „ფსიქიატრია“ სულის ექიმს ნიშნავს
- +

21 ნოემბერი. 2020. 10:44

 

 

ფსიქიატრი, ხატია სულაბერიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს :

 

 

„ - ხატი შენ რისი ექიმი ხარ, ადამიანის ტვინის თუ ადამიანის სულისო?“ - მკითხა ჩემმა პატარა მეგობარმა, რომელიც ასაკით იმდენად პატარაა, დარწმუნებული ვარ, სიტყვა „ფსიქიატრის“ მნიშვნელობა არასდროს მოუსმენია. გაოცებულმა და ძალიან ბედნიერმა ავუხსენი, რომ სიტყვა - სიტყვით „ფსიქიატრია“ სულის ექიმს ნიშნავს. იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ. არ ვიცი, დღეს რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ დღეს ქართველებს განსაკუთრებით გვაკლია სულიერი სიმშვიდე. მოდით, შევთანხმდეთ, რომ დღეს სულის მკურნალობა ყველას გვჭირდება. სულიერი სიმშვიდის მოპოვება ძალიან ადვილია, მაგრამ ამავდროულად, ძალიან რთული. გაღიზიანება, შფოთვა, უიმედობა - ყოველდღიურ პრობლემად იქცა, მაგრამ სულიერი სიმშვიდის მიღწევის ჭეშმარიტი საიდუმლო იმაშია, რომ ის განისაზღვრება არა გარე მდგომარეობით, არამედ თქვენი არჩევანით. შინაგანი სიმშვიდის უმაღლესი დონე ვითარდება თანაგრძნობით და სიყვარულით. როცა ვზრუნავთ სხვების ბედნიერებაზე, უფრო მეტად გვაქვს კარგად ყოფნის შეგრძნება. პოზიტიური დამოკიდებულება ძალას გვაძლევს, ვმართოთ ის სიტუაცია, რომელშიც ვართ და არა პირიქით. სულიერი სიმშვიდის მოპოვება ადვილია - თუ იცი, რა გსურს სინამდვილეში. დაიწყეთ საკუთარი თავის შეცვლა და თქვენ შეძლებთ შეცვალოთ მსოფლიო...“ - წერს ხატია სულაბერიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner