logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: შურზე დიდი ვირუსი არ არსებობს ამქვეყნად, კორონას მოვერევით, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ?
- +

25 ნოემბერი. 2020. 12:53

 

 

„შურზე დიდი ვირუსი არ არსებობს ამქვეყნად, კორონას მოვერევით, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ? პირიქით არ უნდა გიხაროდეთ, რომ რომელიმე სფეროში, დარგში, მიმართულებაში ხალხისთვის შემოსავალი არ შეწყვეტილა და თქვენივე თანამემამულის შვილი-დედა-მამა არ რჩება ლუკმაპურის გარეშე? რა გჭირთ? ასე რამ გადაგაჯიშათ? არ მუშაობს ახლა არსად არც თეატრი, არც ოპერა და რა გინდათ, არ მიიღოს იმ ხალხმა შემოსავალი? რატომ? იმიტომ, რომ თქვენი დამპალი სული ფორიაქობს ამ დროს?“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

 

„მეგობრებო, ახლა ყველამ მომისმინეთ ყურადღებით, ამ პოსტის წაკითხვის დროს თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ საკუთარ თავზე, შეგიძლიათ მომმართოთ!!!

 

ვხედავ, რომ უამრავი ადამიანი გაჰკივის, „ბლექ სი არენას“ თანამშრომლები იღებენ ხელფასებსო და ხართ ერთ ამბავში, ამავე დროს თქვენვე წერთ, რომ ლოქდაუნის შემთხვევაში ვერ გადაიტანთ ხვალინდელ დღესაც, რადგან შემოსავალი არ გექნებათ.

 

ახლა მაქვს კითხვა, დავიჯერო, ვერ ხვდებით, რომ უბრალოდ შური და ბოღმა გამოძრავებთ? იქ მომუშავე თანამშრომლები არ არიან ადამიანები? თუ უბრალოდ გიჟდებით, რომ სხვა იღებს და თქვენ - არა? ზუსტად ასე ხდება ყველანაირი საკითხის მიდგომისას, მხოლოდ იმიტომ ვიშვიშებთ, რომ სხვას აქვს შემოსავალი და თქვენ - არა!!!

 

შურზე დიდი ვირუსი არ არსებობს ამქვეყნად, კორონას მოვერევით, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ? პირიქით არ უნდა გიხაროდეთ, რომ რომელიმე სფეროში, დარგში, მიმართულებაში ხალხისთვის შემოსავალი არ შეწყვეტილა და თქვენივე თანამემამულის შვილი-დედა-მამა არ რჩება ლუკმა პურის გარეშე? რა გჭირთ? ასე რამ გადაგაჯიშათ? არ მუშაობს ახლა არსად არც თეატრი, არც ოპერა და რა გინდათ, არ მიიღოს იმ ხალხმა შემოსავალი? რატომ? იმიტომ, რომ თქვენი დამპალი სული ფორიაქობს ამ დროს?

 

რამდენი რამ დაგვანახა ამ კორონამ და ამ ვირტუალურმა სამყარომ, როგორი შური, ბოღმა და კაცთმოძულეობა ბობოქრობს, შეგზარდება ნებისმიერი ადამიანურის კეთება.

 

არ შემიძლია, ესეც არ დავწერო, ხშირ შემთხვევაში თქვენ, განა ის გაგიჟებთ, რომ სადმე ნაცი არის დასაქმებული? არა, მხოლოდ ის, რომ თქვენ არ ხართ მანდ და არ იღებთ ხელფასს!!! არა რა, ამდენი რამის კითხვა, გააზრება და ა.შ. ძალიან ცუდ რამეს მაფიქრებინებს, არადა, მიყვარხართ, მართლა მიყვარხართ და ზოგადად თქვენ რომ იფიქროთ საკუთარ თავზე და სხვისი შემოსავალი არ ითვალოთ, არ შეგიძლიათ? აკეთეთ რა, სიკეთე, თუ შეგიძლიათ და თუ არა, მაშინ სხვას მაინც ნუ შეაძულებთ რამის კეთებას!!!“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner