logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ხელისუფლებამ უნდა დასაჯოს ზუსტად ის ე.წ. ლიდერები, ვისაც ფეხებზე ჰკიდია ხალხი და მას პოლიტიკურ ზარბაზანში ტენის!
- +

25 ნოემბერი. 2020. 16:18

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„600-კაციანი სეფა, აქციები...

 

ახლა წუწუნებენ, ახლობლების ბედი აწუხებთ, - საავადმყოფოში ვერ აწვენენო...

 

არსებობს ადამიანების ასეთი კატეგორია:

 

რაც უნდა ხდებოდეს, ფიქრობენ, რომ მათ არ ეხებათ, მათ არ შეეხებათ!

 

რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია.

 

კოვიდით ყველაზე მეტად დაზიანებულ ბათუმში აქციებს მართავდნენ რეგულაციების სრული იგნორირებით!

 

ხალხი ჩაიყვანეს დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან.

 

აღმოსავლეთ საქართველოდანაც იყვნენ.

 

ათასობით იყვნენ!

 

და ეს ბომბები გაიფანტნენ მთელ ქვეყანაში!

 

ეგონათ, რომ ვირუსი მათ და მათ ახლობლებს არ შეეყრებოდა!

 

მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო!

 

თამაში, წაუგებელი თამაში:

 

ძალაუფლების ხელში ჩაგდებას თუ შეძლებდნენ, ყველაფერს წინა ხელისუფლებას დააბრალებდნენ!

 

ხოლო თუ ვერ შეძლებდნენ, მაშინ არსებულ ხელისუფლებას მაქსიმალურად დიდ პრობლემას დაუტოვებდნენ მოსაგვარებლად!

 

კარგად იციან, რომ არავითარი 100 საავადმყოფო ათასობით საწოლფონდით არ არსებობს!

 

კარგად იციან, რომ ათასობით ინფექციონისტი და იმუნოლოგი არ გვყავს!

 

კარგად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და რატომაც აკეთებდნენ!

 

კარგად იცოდნენ, რა შედეგს გამოიღებდა მათი მავნებლობა!

 

ახლა კი მთავარი:

 

მიუხედავად იმისა, რას იტყვიან დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში, ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა გამოიძიოს ეს მავნებლობა და უმკაცრესად დასაჯოს ეს კოვიდის ბიძაშვილები!

 

უნდა დასაჯოს ზუსტად ის ე.წ. ლიდერები, ვისაც ფეხებზე ჰკიდია  ხალხი და მას პოლიტიკურ ზარბაზანში ტენის!

 

ეს მანიაკები!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner