logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: ეს პატარ-პატარა პარტიები სად ჭირში მიჰყვებიან ჯოკერის ტახტზე შემომჯდარ ბოროტ ჩიტს?
- +

27 ნოემბერი. 2020. 14:00

 

 

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„გუშინ ეს ბოროტი ჩიტი თავისი ფბ-ლაივისას ამ სავარძელზე იყო წამოსკუპებული (იხ ფოტოები).

 

ესაა „პრუსტის სავარძელი“,  რომლის შემქმნელი არის იტალიელი დიზაინერი ალესანდრო მენდინი. სავარძლის ფასი 14 ათასი დოლარი გახლავთ. ეს ე.წ. დიზაინერული ავეჯია,  რომლის ყიდვის  საშუალება მხოლოდ ძალზედ მდიდარ ადამიანებს აქვთ.

 

სააკაშვილისგან ვიცით, რომ ის „დედამისის კმაყოფაზეა“ და ალბათ ამ სავარძელზეც იტყვის, რომ ქ ნმა გიულიმ უყიდა.

 

მე სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ამ ძვირფასი სავარძლიდან ეს მხდალი და ბოროტი ჩიტი კვლავ იძლევა რევოლუციურ განკარგულებებს.

 

უსაფრთხოდ, დიზაინერული ავეჯისა და ფუფუნების სხვა საგნებით გარშემორტყმული  ჩმორი  მოუწოდებს თავის მრევლს, რომ  მისი გულისთვის თავი გასწირონ.

 

ეს იმდენად ამაზრზენია, რომ სიტყვებიც არ მყოფნის!

 

მაგრამ, მრევლს რომ თავი დავანებოთ, ეს პატარ-პატარა პარტიები სად ჭირში და მოუსავლეთში მიჰყვებიან ჯოკერის ტახტზე შემომჯდარ ბოროტ ჩიტს?

 

აი, ესაა საკითხავი!“ - წერს შალვა რამიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner