logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: საწყალი ჯულიეტა, წყალს გაატანეთ, ისე, რომ ამას თქვენი დაჩუტული ტვინები ვერ მიხვდა!
- +

30 დეკემბერი. 2020. 02:08

 

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„სხვადასხვა დროს, ძალიან ბევრ, კარგ ჟურნალისტს გარდაეცვალა ზოგს დედა, ზოგს მამა.

 

არცერთ (!) სხვა ჟურნალისტს (გამოცემასაც), მათი კოლეგები რომ ჰქვიათ, არ გაუკეთებიათ "ნიუსი" - ამა და ამ ჟურნალისტს გარდაეცვალა დედა, მამა...

 

გიორგი გაბუნიას დედა გარდაიცვალაო რომ წერთ, ამხანაგებო, რა ფერის კვერცხია თქვენს თვალში გაბუნია, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე რომ დაგავიწყათ?

 

ისე, რომ იცოდეთ, ცნობისთვის, როდესაც თქვენი კოლეგების ჭირიც კი ამორჩევით გაწუხებთ, ესაა დისკრიმინაცია, გაყოფა - ჩემიანის დედა დედაა, სხვების დედაც...

 

აი, ესა ხართ სულ!

 

საწყალი ჯულიეტა, წყალს გაატანეთ, რეალურად, ისე, რომ ამას თქვენი დაჩუტული ტვინები (არა მხოლოდ ტვინები), ვერ მიხვდა!

 

პ.ს. ძალიან კარგი სპორტული ჟურნალისტი, ერთადერთი, ქართველ სპორტულ ჟურნალისტთაგან, რომელმაც შესძლო და მარადონასთან ცოცხალი ინტერვიუ ჩაწერა, ჩვენი ბაჩო რომ გარდაიცვალა, პირადად მე სამმა სააგენტომ მითხრა უარი, ეს ძალიან ცუდი ამბავი, თავის საიტზე გამოექვეყნებიათ, მაგრამ... მაინც გამოვაქვეყნებინე!

 

დიახ, ჩხუბით, წიოკით და თქვენ წარმოიდგინე მუქარით! - წერს ნათია ბუაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner