logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: რა დავაშავეთ ამისთანა, რომ მელიები, ხვიჩიები პარლამენტში უნდა იყვნენ...
- +

26 იანვარი. 2021. 02:35

 

 

„იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარლამენტარობა იმიტომ უნოდოდა, რომ იარაღის ტარების უფლება მიეღო...“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„რა დავაშავეთ ამისთანა, რომ მელიები, ხვიიჩები პარლამენტში უნდა იყვნენ, ან რატომ ეხვეწება ამათ ხალხი, რომ შევიდნენ პარლამენტში...“, - წერს მჭედლიშვილი.

 

ცნობისთვის, პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან მას "ცუდი" სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მოეჩვენა, რომ მელია "დაემუქრა კიდეც".

 

„მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია, მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა, მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მინდა მივმართო პარლამენტს თუ ვისაც არ უნდა იყოს იმას, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner