logo_geo
eng_logo
კობა ჭუმბურიძე: გაუგიათ - ალამუთი აუღებელი ციხე იყოო, ის კი აღარ გაუგიათ, რომ ეს იყო მკვლელების გამოსაზრდელი ციხე - ასე იცის უწიგნურობამ
- +

25 თებერვალი. 2021. 02:12

 

 

„ჰეი თქვენ, ალამუთელნო!  ნაცები რომ უწიგნურები არიან, იმაშიც ჩანს, რომ ვეფხისტყაოსანიც არ წაუკითხავთ.  რომ წაეკითხათ, ის მაინც ეცოდინებოდათ, იქ რომ ბოზი ნაცი წერია, რას ნიშნავს და აღარ დაირქმევდნენ“, - ამის შესახებ პოეტი და მწერალი კობა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ახლა კიდევ გამოდგნენ და ჩვენ ალამუთელები ვართო (!).

ანუ, გაუგიათ - აუღებელი ციხე იყოო. ის კი აღარ გაუგიათ, რომ ეს იყო მკვლელების გამოსაზრდელი ციხე. ჰასან ალ საბაჰის მიერ დაარსებული ასასინთა გამოსაზრდელად.

რაღაც დამთხვევა კია, მცირე. საქმე ისაა, რომ ასასინი არის ევროპული გამოთქმა ჰაშიშინისა. ტერაქტზე მიმავალი ალამუთელები ჰაშიშს ეწეოდნენ შიშის დასაძლევად და ნაცებს გირჩმაც თუ მიაკითხა იქა, მიუტანდა ათიოდე გაბოლებას...

რაც შეეხება ალამუთის აუღებლობას, მოვიდა ჰულაგუ ყაენი და უცბად დაუსვა წერტილი მათ კუნტრუშს.

აი რა არ იციან ნაცებმა, თორემ ალამუთის დარქმევით თავს არ დაითარსავდნენ.

ასე იცის უწიგნურობამ. მარტო ივენთები და ნოთიფიქეჲშენები არაა საკმარისი სახელმწიფოს გასაძღოლად“, - წერს ჭუმბურიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner