logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ბრავო მთავრობას, ბრავო!
- +

25 თებერვალი. 2021. 02:55

 

 

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

 

„თითქოს და რა "ბანალურ" ფასეულობებზე ვისაუბრებ და რა "უბრალო" რამის გვიხარია. რა მოხდა, რომ 25 თებერვლიდან ვინმე შეძლებს თხილამურებით გუდაურში ასვლას.

რა მოხდა, რომ "ოდნავ" გადაღლილი მშობლები თავის ბაიებს საბავშვო ბაღებში მიიყვანენ ორშაბათიდან.

რა მოხდა, რომ ვინმე ვინმეს რესტორანში დაპატიჟებს სულ რაღაც 10 დღეში. რა მოხდა, რომ ჩემთან სოფელში ქალაქიდან სტუმარი შეძლებს ჩამოსვლას და საღამოს - სახლში დაბრუნებას. რა მოხდა, რომ ჩემი მეუღლე ორ კვირაში თავის საყვარელ სპორტულ დარბაზს და საცურაო აუზს დაუბრუნდება მცხეთაში.

რა მოხდა, რომ ორ კვირაში ვინმე მოწყურებული - მუზეუმებსა და თეატრებისკენ გაეშურება. რა მოხდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა გამოცოცხლდება. რა მოხდა, რომ მოსახლეობის დეპრესიული ფონი დადებითი განწყობით ჩანაცვლდება...

...ხოლო მოხდა კი ის, რომ ოპოზიცია მოხსნილი შეზღუდვების მხოლოდ ამ მცირე ჩამონათვალს არ შეიმჩნევს და პროტესტების ტალღას დააანონსებს ამ ეტაპზე კომენდანტის საათის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

ხელისუფლების მხრიდან ეს არის კომპრომისი - რათა ღმერთმა დაიფაროს ოპოზიცია, რომ ყველაფრით კმაყოფილი დარჩენილიყო. მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა საპროტესტო ფონის რეალიზაციის შესაძლებლობა.

ბრავო მთავრობას, ბრავო!“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner