logo_geo
eng_logo
„ერთი ინექცია საკმარისია მყარი იმუნიტეტის მისაღებად“ - ზვიად კირტავა Johnson & Johnson-ის ვაქცინის შესახებ
- +

2 მარტი. 2021. 02:58

 

 

 

„ჯეოიქსის“ მკვლევარი ზვიად კირტავა Johnson & Johnson-ის ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„FDA-ს ვაქცინების და ბიოპროდუქტების მრჩეველთა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია Johnson & Johnson (აშშ) და Janssen (ბელგია) კოვიდ-19 ვექტორულ ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციისათვის 18 წლის და მეტი ასაკის პირებში.

უახლოეს დღეებში FDA და СDC შემდგომი ნაბიჯები დაამტკიცებს ვაქცინის გამოყენებას აშშ ტერიტორიაზე. მარტის შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის წამლების სააგენტოც (EMA)

ეს ჯერჯერობით ერთადერთი ვაქცინაა, რომლის ერთი ინექცია საკმარისია მყარი იმუნიტეტის მისაღებად. იგი შეიძლება 3 თვის განმავლობაში ინახებოდეს ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე და მისი ფასიც (დაახლ $10) საკმაოდ მისაღებია. რაც მთავარია, СOVAX პლატფორმას Jonson&Johnson ვაქცინის 500 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი.

ვაქცინის ეფექტურობა 66% იყო საშუალო და მძიმე შემთხვევების მიმართ პრევენციის, და 85% - მძიმე შემთხვევების მიმართ. სამხრეთააფრიკული შტამის წინააღმდეგაც - საკმაოდ დამაიმედებელი შედეგები იქნა წარმოდგენილი - 64% და 82% შესაბამისად.

ვაქცინაციიდან 28 დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების შემთხვევა. ვაქცინამ ასევე აჩვენა კორონავირუსის გადაცემის შემცირება.

ადრეული ავტორიზაციის წესით ვაქცინის გამოყენება დაწყებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და ბაჰრეინში.

როგორც კოვაქსის ხაზით, ასევე კომპანიასთან პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ადრე გაჟღერდა, მიმდინარეობს კიდეც. ვფიქრობ, ის ფაქტი რომ საქართველოში ჯერ არ არის შემოსული ვაქცინის არცერთი პარტია, შეიძლება დამატებითი ფაქტორი აღმოჩნდეს, როგორც ჯანმოს/კოვაქსის, ასევე კომპანიასთან მოლაპარაკებებში“, - წერს კირტავა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner