logo_geo
eng_logo
თამარ შარაძე: მალე გურამ შარაძის სურვილი ასრულდება - სტამბას ემიგრაციის მუზეუმში გამოფენენ
- +

20 აპრილი. 2021. 00:20

 

 

მეცნიერისა და პარლამენტარის გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ის სტამბაა, რომელზედაც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ვიკტორ ნოზაძე, ლევილში, ბეჭდავდა თავის ნაშრომებს. მისი ისტორია ასეთია :

ცნობილი ქართველი ემიგრანტის, მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის, ვიკტორ ნოზაძის სტამბა, მეცნიერის ძმამ და რძალმა - გიორგიმ და ლიდა ნოზაძეებმა, საჩუქრად გადასცეს გურამ შარაძეს. 1990-იან წლებში, მამაჩემმა  სტამბა პარიზიდან თბილისში ჩამოიტანა. აღსანიშნავია, ის გრძელი და რთული გზა, რაც ამ ძვირფასმა საჩუქარმა ტრანსპორტირებისას გამოიარა - პარიზი-მარსელი, მარსელი-სტამბული (გემით), ხოლო შემდგომ, თბილისამდე.

სტამბა, დროებით, შენახვისა და დაცვისთვის, გურამ შარაძემ შესაბამისი აქტით გადასცა ვიკტორ ნოზაძის საზოგადოებას. საზოგადოებამ ის საჩხერის რაიონის სოფელი მოძვის საშუალო სკოლაში, დროებით დააბინავა და დღემდე იქ არის განთავსებული.

2017 წელს, მას კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ვინაიდან, 2017-2020 წლებში, გურამ შარაძის მთელმა სამეცნიერო მემკვიდრეობამ, მათ შორის, ქართული ემიგრაციის მუზეუმმა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა, ვფიქრობთ, რომ ვიკტორ ნოზაძის ამ უნიკალური სტამბის ადგილიც იქ არის. დროა, ყველაფერმა ერთად მოიყაროს თავი. გურამ შარაძის ჩანაფიქრიც ეს იყო. მალე, მისი სურვილი ასრულდება - სტამბას მალე გადმოიტანენ, ააწყობენ და გამოფენენ ემიგრაციის მუზეუმში.

უღრმესი მადლობა ეროვნულ ბიბლიოთეკას ვიკტორ ნოზაძის საზოგადოებას (ნათელში იყოს ბატონი გაიოზი, საჩხერის რაიონის სოფელი მოძვის საშუალო სკოლას“, - წერს შარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner